ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატი „ჰიდროქსიქლოროქსინი“ („პლაქველინი“) „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.
„აღმასრულებელმა ჯგუფმა „სოლიდარობის კვლევიდან“ „ჰიდროქსიქლოროქსინის“ დროებით ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს,“ – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქსინით“ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს და პირიქით, მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.
„ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევაში კორონავირუსით დაინფიცირებული 96 000 პაციენტი იყო ჩართული, მათგან დაახლოებით 15 000-ს „ჰიდროქსიქლოროქსინით“ მკურნალობდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ პაციენტებში სიკვდილიანობისა და გულის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებული გართულებების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენებში.
შეგახსენებთ, „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მისი აქტიური მხარდამჭერია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მან მედიკამენტს „გეიმ ჩეინჯერი“ უწოდადა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ პროფილაქტიკის მიზნით სვამდა.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“