კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციისა და შეზღუდვების გამო მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფის დონე მიმდინარე წლის აპრილში გასულ წელთან შედარებით 17 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომლის შედეგები ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს CO2-ის გამოყოფის დონე ისეთ მაჩვენებლამდე დაეცა, როგორიც 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსიებულა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის წლიური მაჩვენებელი 2020 წელს 7 პროცენტით შემცირდება.
კვლევა 69 ქვეყანაში, აშშ-ის 50 შტატში, ჩინეთის 30 პროვინციაში ჩატარდა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2020 წლის აპრილში ყოველდღიურად 83 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფა ხდებოდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 100 მილიონ ტონას უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებში კარბონის დიოქსიდის ემისიის მაჩვენებელი 26 პროცენტითაც კი შემცირდა.
ცნობისათვის, გაეროს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 2.7 პროცენტით შემცირდება, გლობალური დათბობა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტს არ მოიმატებს, ხოლო იმ შემთხვევაშიმ თუკი ემისია 7.6 პროცენტით შემცირდება -ტემპერატურის მატების მაჩვენებელი 1.5 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები იქნება.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
წყარო : independent.co.uk
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“