ინდოეთის მოქალაქე ახტარ იმამმა ანდერძი შეცვალა და მისი კუთვნილი მიწა ორ სპილოს დაუტოვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპილოები მოტი (მარგალიტი) და რანი (დედოფალი) იმამის სიკვდილის შემდეგ 2.5 ჰექტარ მიწას მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებას კაცი იმით ხსნის, რომ სპილოებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, როცა შარშან მის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ. სპილოებმა მფლობელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და ბოროტმოქმედებს გაეკიდნენ.
იმამი ველური ბუნების ფონდს მართავს და სპილოებს დაბადებიდან ზრდის. მოტი 20 წლისაა, რანი კი 15-ის. კაცის თქმით, მიწის ნაწილი მან ცოლსა და შვილებს დაუტოვა, თუმცა ისინი მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: