პარიზში აუქციონზე ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვან გოგის ფონდმა ლოტში 210 600 ათასი ევრო გადაიხადა. წერილი 1888 წლით არის დათარიღებული. მხატვრებმა ის მეგობარ ემილ ბერნარს მისწერეს. ვან გოგი და გოგენი ბერნარს ქალაქ არლიში ცხოვრების შთაბეჭდილებებს უზიარებენ და მეგობარს არც იმას უმალავენ, რომ ადგილობრივ ბორდელებს ხშირად სტუმრობენ.
მხატვრები არლიში გარკვეული პერიოდი ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლოს იჩხუბეს და გოგენმა ქალაქი დატოვა. წერილი წელს ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმში დაიდებს ბინას.
გაზიარება: