close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – კორონავირუსმა, შესაძლოა, ტვინის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ტვინის დაზიანებას იწვევს, რაც სერიოზული ნევროლოგიური გართულებების, მათ შორის, ანთების, ფსიქოზისა და დელირიუმის, მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა აღწერს COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების 43 შემთხვევას, რომლებმაც განიცადეს ტვინის დროებითი დისფუნქცია, ინსულტი, ნერვების დაზიანება ან სხვა სერიოზული ზემოქმედება.

„ახლა COVID-19-ით ინფიცირებულია მილიონობით ადამიანი გვყავს. თუ ერთ წელიწადში 10 მილიონი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება და ამ ადამიანებს კოგნიტური დეფიციტი ექნებათ, მაშინ ეს გავლენას მოახდენს მათი მუშაობისა და ყოველდღიური საქმიანობის უნარზე,”- აცხადებს კანადის „დასავლეთის უნივერსიტეტის“ ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენი.

მისივე თქმით, იმის გასარკვევად, რამდენად ჩვეულებრივია კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში ნევროლოგიური და ფსიქიატრიული გართულებები, აუცილებელია უფრო დეტალური კვლევის ჩატარება და გლობალური მონაცემების შეფასება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13 მილიონს მიუახლოვდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 7.5 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 560 000-ს აჭარბებს.

წყარო : reuters.com , worldometers

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0