ნათქვამია, ქვეყნის ისტორიას ადამიანები და მათი საგმირო საქციელი ქმნისო. ხოდა ერთ კარგ ქართველზე უნდა გიამბოთ.
აი იმ კაცზე, სვანეთის ისედაც დიდი და საინტერესო ისტორია, რომ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.
მშენებელ – ინჟინერმა ილია ფალიანმა გასული საუკუნის 40-იან წლებში, მესტია და მეზობელი სოფლები პირველად გაანათა.
მშენებელ – ინჟინერის ლოტბარის სტატუსსაც ატარებდა. მადლიერმა შთამომავლობამ ის მესტიის ცენტრში, სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელ კართან სვანური ტრადიციით დაკრძალა.
ილია სეტიანი1888 წელს, სვანეთის ქორეპისკოპოსებისსეტილიებისშტოს უკანასკნელ მოძღვრის გიო სეტიელისოჯახში დაიბადა.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გაუგრძელებია, სადაც იგი სამთო ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა.
სოციალისტური წყობილების დამყარებისთანავე მეფის რუსეთის ოფიცერი გამხდარა. წლების მანძილზე საქართველოს სამხედრო გზის დაცვის უფროსად უმუშავია.
მისი პროექტებით მესტიაში არაერთი შენობა აშენდა, მათ შორის 1934-35 წლებში მესტიის ელექტროსადგური, შემდგომ კი, ქვემო სვანეთის მცირე ელექტროსადგური.
მესტიაში ილიას აშენებული ჰესი დღესაც დგას. მართალია, შენობა ამჟამად კერძო მფლობელობაშია. იმის გამო, რომ სვან ინჟინერს შვილი არ ჰყავდა, მას პირდაპირი შთამომავალი არ დარჩენია.
ილია ფალიანი 1966 წლის 12 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
„ილიას ჰესი“
ილია ფალიანის მიერ აშენებულ ნაგებობას შორის ყველაზე მასშტაბური მესტიის ჰესია, რომლითაც არამხოლოდ მესტია, არამედ ახლო მდებარე სოფლებიც მარაგდებოდა.
შემდეგ ენგურ – ჰესი ააშენეს და ილიას მიერ აგებულმა ჰესმაფუნქცია დაკარგა. ადგილობრივები დღესაც იხსენიებენ, როგორც „ილიას ჰესს“…
ამბობენ, რომ განათლება საფრანგეთსა და პეტერბურგში მიუღია, თუმცა როგორ მოხვდა ევროპაში უცნობია.
ლოტბარი
ქართული სიმღერის თვალსაჩინო ლოტბარი, ხალხურ სიმღერას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაეუფლა და სასწავლებლის საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა.
ილია ქართული ხალხური საგუნდო მოძრაობის პიონერიასაქართველოში.
ათეული წლების მანძილზე იგი აგროვებდა სვანურ თქმულებებს, ლექსებს, აფორიზმებს, სიმღერებს. მის მიერ დამუშავებული სიმღერები შევიდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის საგანძურში.
ორმოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა სვანური სიმღერებისა და საკრავების ინსტრუქტორ – მასწავლებლად, ჯერ კიდევ საქართველოს რადიოს, შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლებში.
ასრულებდა სხვადასხვა საგალობლებს, სახლში კი ხშირად ფოლკლორულ ნაწარმოებებს მღეროდა. სვანური სიმღერა „ბილება“-ს ავტორი სწორედ ილიაა.
ქვემო სვანებს ასწავლიდა ფოლკლორს და ცდილობდა ამგვარად გაევრცელებინა… მისი ერთ-ერთი მოსწავლე პლატონ ბაბლუანი იყო, რომელიც გამოირჩეოდა სვანური სიმღერების უბადლო შესრულებით.
ის დედისერთა იყო. მისი მეუღლე აზა ქებაძე გახლდათ, მათ შვილი არ გაუჩნდათ. კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა მისი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საუბედუროდ, დაწვეს და შემდეგ, მიწით დაფარეს.
ფილმი „სვანი“
ილია ორ გვარს, ფალიანი (სეტიელი) ატარებდა. ფილმი „სვანი“-ს სცენარი, სწორედ სეტიელი-ფალიანის გვარის რეალურ ამბავზე დაყრდნობით შეიქმნა.
კინოში განვითარებული მოვლენების ნაწილი შეცვლილია, თუმცა „სვანი“ სწორედ ამ გვარის ტრაგიკულ ისტორიას ყვება.
მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი როლანდ თოფჩიშვილი იკვლევდა ილიას გვარის ისტორიას. მისი მეცნიერული ნამუშევრის მიხედვით, სეტიანები სვანეთში გაბატონებულან.
შემდეგ სისხლის აღების წესით, ყველა მათი წინაპარი ამოუხოცავთ, გარდა ერთისა…სხვადასხვა ისტორიული ცნობები არსებობს ამ გვარის ამოწყვეტასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ვერსია დემნა ბატონიშვილის პირად მტრობას უკავშირდება, მეორე – დიდგორის ბრძოლის ეპოქას სამეფო კარის ძარცვისთვის.
ილიას ერთ-ერთი წინაპარი იყო გაბრიელი, იმ დროს ჩვილი ყოფილა და აღსაზრდელად ჰყავდათ მიბარებული სვილჩილდ ფალიანსა და მის მეუღლეს დარჯილ სამსიანს, სოფელ ერიშში.
მათაც გაბრიელის ტოლი შვილი ჰყოლიათ. სეტიანებიდან ცოცხალი მხოლოდ გაბრიელი გადარჩა.
„მოწინააღმდეგე გვარს“ გაუგია, რომ ფალიანებში გაძიძებული გაბრიელ სეტიანიიზრდებოდა. ამიტომ რაზმთან ერთად შეიჭრა ფალიანების ოჯახში და მოითხოვა გაბრიელის გადაცემა მოსაკლავად.
ძიძის ოჯახმა, ცოლ-ქმარმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, თავიანთი შვილი გაეწირათ სხვისი გვარის უკანასკნელი ვაჟის გადასარჩენად, ამით სეტიანების გვარი გაგრძელდებოდა.
მოტივი რა თქმა უნდა, გვარის გადარჩენა იყო და არა პიროვნული დამოკიდებულება. გაბრიელის მამა გიორგი სეტიანიიყო, ხოლო დედა – ლეჩხუმელი გელოვანი.
გადარჩენილი გაბრიელი ფალიანებმა სწორედ დედულეთში, გელოვანებს მიუყვანეს და იქ იზრდებოდა. რომ წამოიზარდა, გაბრიელმა ბაბუასგან შეიტყო მისი ოჯახისა და მოგვარეების ტრაგიკული ისტორია.
ბაბუა მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას სთავაზობდა ლეჩხუმში, მაგრამ წინაპართა ხსოვნის უკვდავსაყოფად და საკუთარი ღირსების დასაცავად გადაწყვიტა სვანეთში დაბრუნება და სისხლის აღება.
გადმოცემის თანახმად, მას დიდი ჯარი ჰყოლია. უშგულიდან წამოსულ გაბრიელს გზაში შემოაღამდა და შეყოვნდა ზულმუდთან (სვანურად – სახალხო კრება და ასევე, დაზავება).
სამსიანებისა და ფალიანების სოფელ ერიშში არ შესულა საბრძოლველად აღმზრდელი ძიძის საპატივსაცემოდ. ხოლო დანარჩენ სოფლებში ოჯახიდან თითო მამაკაცი მოუკლავს.
რა თქმა უნდა, მესტიაში ხმა მალევე გავრცელდა გაბრიელის დაბრუნების შესახებ. ხალხმა დასახმარებლად ძიძის ოჯახს მიმართა.
ისინი გაბრიელთან დაზავებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფალიანების ოჯახს ამოწყვეტით ემუქრებოდნენ. ამიტომ, ზულმუდში მისი ძიძა ქალბატონი დარჯილი გაემართა.
მათი შეხვედრა ძალიან თბილი და ამაღელვებელი ყოფილა. მადლიერმა გაბრიელმა აღმზრდელს პირობა მისცა, რომ მას დედად მიიღებდა, იცხოვრებდა ფალიანების ოჯახში, როგორც მათი შვილი და მათ გვარს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე.
ასე გახდა სეტიანების გადარჩენილი ერთადერთი ვაჟი გაბრიელ ფალიანი. სვანებთან დაზავდნენ. მესტიაში ჩამოსული გაბრიელი სეტიანების საგვარეულო სახლში დასახლდა.
ერთადერთი სეტიანის გარაჩენისთვის დღემდე დიდ პატივს ვცემთ ფალიანები სამსიანების გვარს.
წყარო : primetime.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”