close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით დედამიწაზე დაბრუნდნენ

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით, Crew Dragon-ით, 2-თვიანი მისიის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ.

რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში წარმატებით დასვეს.

ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 45 წლის განმავლობაში, როცა ამერიკელი ასტრონავტები ოკეანეში საკუთარი კოსმოსური ხომალდით დაეშვნენ. სპეციალისტების თქმით, ეს ამერიკელი კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია.

30 მაისს კომპანია SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში საკუთარი ხომალდოთ, Crew Dragon-ით, გააგზავნა. ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა.

ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელიც 2 თვის წინ ხომალდის გაშვებას პროცესს პირადად დაესწრო.

„დიდი მადლობა ყველას. დიდებულია, რომ NASA-ს ასტრონავტები 2-თვიანი წარმატებული მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0