იტალიელმა მეცნიერებმა მარსის ერთ-ერთ პოლუსზე 4 ტბისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს, რომლებშიც თხევადი წყალია. ტბების პლანეტის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. სტატიას ამის შესახებ ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კვლევა სპეციალისტების იმავე ჯგუფმა ჩაატარა, რომელმაც 2018 წლის ივლისში წითელ პლანეტაზე მიწისქვეშა ტბის არსებობის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა მარსის რადიოზონდირების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაკეთდა. ეს პროცესი აპარატმა MARSIS შეასრულა, რომელიც ორბიტალურ სადგურზე Mars Expres-ა განთავსებული. მაშინ მეცნიერებმა 2012-2015 წლებში 29 დაკვირვების შედეგით იხელმძღვანელეს, რაც ბევრ სპეციალისტისთვის საკმარისი არ იყო. ახალ ნამუშევარში კი იტალიელმა სპეციალისტებმა 2010-2019 წლებში გაკეთებული 134 დაკვირვება გამოიყენეს. მათ 2018 წელს აღმოჩენილი ტბის არსებობა დაადასტურეს და კიდევ 3 ახალი ტბა იპოვეს.
სპეციალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ ტბები ერთიან სისტემას ქმნიან. მათი საერთო ფართობი 75 ათასი კვადრატული კილომეტრია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალი ტბებში ძალიან მარილიანია – ტემპერატურისა და წნევის გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში ის თხევად მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებდა და გაიყინებოდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”