,,ბორჯღალოსნები 8 ერში! საქართველოს ნაკრები Six Nations Rugby-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირში იასპარაზებს, ,,შემოდგომის ერთა თასი 2020″- წერს საქართველოს რაგბის ოფიციალური გვერდი.
ექვსი ერის ჩემპიონატი, არის ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 6 უძლიერესი სარაგბო გუნდი: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი.
,,შემოდგომის ერთა თასი 2020″ იქნება უნიკალური რვაგუნდიანი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ექვსი ერი, ასევე საქართველოსა და ფიჯის რაგბის კავშირები. ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც COVID-19 პანდემიის მიერ წარმოქმნილი გამოწვევები მასშტაბებს გაცდა, აშკარა გახდა, რომ ტრადიციული შემოდგომის საერთაშორისო სეზონის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, განსაკუთრებით მოგზაურობის შეზღუდვების შედეგად, რაც ხელს უშლიდა გარკვეული საერთაშორისო გუნდების მატჩებში მონაწილეობას.
,,ეს ახლადშექმნილი ტურნირი ჩაანაცვლებს ტრადიციულ შემოდგომის საერთაშორისო ფანჯარას 2020 წლისთვის და უზრუნველყოფს, რომ უმაღლესი კლასის საერთაშორისო რაგბით გაუმასპინძლდნენ გულშემატკივრებს მთლ მსოფლიოში” -წერს ექვსი ერის ოფიციალური გვერდი.
გავრცელებული სიახლის შემდეგ მორაგბე ბექა გორგაძემ პირველი კომენტარი გააკეთა, რომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის შემადგენლობას, რადგანაც საქართველოს რაგბის ნაკრებს ეს შესაძლებლობა მიეცა, ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ითამაშონ ბორჯღალოსნებმა, როგორიც აქამდე არასდროს უთამაშიათ.
ტურნირის განრიგი ცნობილია, 14 ნოემბერი ინგლისი-საქართველო, 21 ნოემბერი უელსი-საქართველო, 29 ნოემბერი ირლანდია-საქართველო.
წყარო: Six Nations Rugby , Gorgian Rugby
მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”