COVID-19 უპრეცენდენტო გამოწვევა აღმოჩნდა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, შექმილმა ვითარებამ გვაიძულა დაგვეცვა სოციალური დისტანცია მსოფილიო მასშტაბით, რამაც გამოიწვი სატრანსპორტო კოლაფსი და ტურისტული მომსახურება ფაქტიურად შეუძლებელი გახადა. COVID-19-მა მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა, ტურისტულად აქტიური ზონები ტურისტების გარეშე, მუზეუმები დამთვალიერებლების გარეშე.
ამ ყველაფრის ფონზე როგორ ეხმარებიან მსახიობები პანდემიის პირობებში რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს?
,,მსახიობები ბაძავენ ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს რუმინეთის ჩაკეტილობის დროს”- იუწყება Euronews.
ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება ბაძავს ხელოვნებას და მსახიობებმაც სწორედ ეს გააკეთეს. რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და The Nottara Theater-ის მსახიობები, რუმინეთის ჩაკეტვის დროს, შეეცადნენ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმში ინახებოდა მსოფლიო მასშტაბით ფართო აუდიტორიისთის გაეცნოთ, თეატრის მსახიობებმა მიბაძეს ცნობილი მხავრების შემოქმედებას(Baba, Alexander Healy, Lapaty, Rubens…) და მსოფლიოს გააცნეს იგი Facebook-ის მეშვეობით, რისი საშუალებითაც მილიონობით ადამიანმა ნახა და შეაფასა მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშები.
,,ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ, რა თქმა უნდა, მუზეუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, მაგრამ ასევე მსახიობებისთვის საკუთარი პროფესიის არატრადიციული ხერხის მისაცემად, როდესაც ყველა თეატრი დაიხურა კორონავირუსის გამო და მუზეუმებიც, დიდი ხნის შემდეგ რუმინეთი თავიდან გაიხსნა ”, – თქვა კრისტინა ვერონა ტობიმ, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დროებითმა მენეჯერმა.
შეიძლება ეს ყველაფერი COVID-19-ის დადებით მხარედ ჩაითვალოს?
შეიძლება ითქვას, რომ COVID-19-მა მეტ სიახლესა და ინოაციურობას დაუდო საფუძველი, ბევრმა მხატვარმა, შემოქმედმა, მწერალმა თუ არქიტექტორმა შემოქმედების წყარო, მუზა იპოვნა იზოლაციის პერიოდში, თითქოს COVID-19-მა მეტი დრო მისცა ადამიანებს საკუთარ თავში ჩაეხედათ და ის რაღაც მოეძებნათ, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ.
წყარო: Euronews
მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”