აზია ყველაზე დიდი კონტინენტია, როგორც ფართობის ასევე მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით, ის არის სამშობლო უძველესი ცივილიზაციებისა და რელიგიების, როგორებიცაა: ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი და ა.შ.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რაც ბევრისთვის უცნობია:
- ჩრდილოეთ კორეას აქვს ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მსოფლიოში მობილური ტელეფონის ფლობის მიხედვით;
- სწორედ აზიაში, კერძოდ დუბაიში, შევხვდებით მსოფლიოს უმაღლეს შენობას, სახელად ,,Burj Khalifa”;
- სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია იაპონიაში. იაპონელი ხალხის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,5-ია, ისინი ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში;
- იცოდით, რომ კვლევების თანახმად აზიის მოსალხეობის 50%-ს არ გააჩვნია ღვიძლში სპეციალური ფერმენტი ალკოჰოლის მეტაბოლიზმისთვის. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრი აზიელი ალკოჰოლის მიღების შემდეგ გრძნობს სახის გაწითლებას;
- ტაილანდი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც არ მომხდარა ევროპელთა კოლონიზაცია. და ისინი ძალიან ამაყობენ ამ ფაქტით;
- სიტყვა ,,აზია” ნიშნავს მზის ამოსვლას, რაც ფინიკიელებმა უწოდეს კოტინენტს;
- სინამდვილეში, აზიის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ინდონეზია, მდებარეობს მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში;
- New South China Mall არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს;
- ჩრდილოეთ კორეა კრძალავს შობის აღნიშვნას და ყველას აიძულებს აღნიშნონ კიმ ჩონგ ილის დედის დაბადების დღე, რომელიც 24 დეკემბერს დაიბადა;
- ნეპალი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გეიებს ქორწინების ნება დართო;
- მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 486.1 კმ / სთ, არის ჩინეთში CRH380A;
- ბუტანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში;
- აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის “მთლიანი ნაციონალური ბედნიერების” დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში;
წყარო: SWEDISH NOMAD
INDIA TODAY
Fun Facts
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: