close
კულტურასაქართველო

ქართულ ცეკვას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს 21 სექტემბრის ბრძანებით, რომელიც ძალაში 7 ოქტომბერს შევიდა, ქართულ ცეკვას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბრძანებას ხელს აწერს სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

“დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე  შესაბამისი ღონისძიებების ასახვა”. – წერია ბრძანებაში.

გასულ წელს კი ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0