close
ფსიქოლოგია

განქორწინების შემდგომი სტრესი ბავშვებში – ფსიქოლოგი გვირჩევს

Stock Photo by Sean Locke www.digitalplanetdesign.com

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

ბავშვს არ უყვარს არც დედის და არც მამის, ახალი მეორე ნახევრები, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს  უნახავს თუნდაც ხელზე ხელით შეხების ფაქტი.. ამ საკითხზე მხოლოდ ბებიასთან საუბრობს და იმ ადამიანებთან ისე იქცევა, ორივე მათგანი დარწმუნბულია რომ ბავშვი შეყვარებულია მათზე. შეიძლება ურჩიოთ, ასეთ შემთხვევაში, მშობლებს? (მშობლები გაშორებული არიან)

უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც ბავშვის ბუნებაზე, ასევე მისი მშობლებისა და მათი მეორე ნახევრების, ასევე ბებიის განწყობასა და ქცევაზე. მაგრამ თუკი განზოგადებულად ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ერთად  ყოფნა სურს და სიყვარული სჭირდება. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მშობლების მეორე ნახევრები საფრთხედ განიხილებიან: მათში ხედავს ბავშვი მშობლების ცალ–ცალკე ყოფნის მიზეზსაც და, გარდა ამისა, ახალი მეორე ნახევარი სწორედ ის ადამიანია, რომლის გამოც, ბავშვის აზრით, არა მარტო მეორე მშობელი, არამედ თავადაც ზარალდება, რადგანაც ამ ახალ ადამიანს მიაქვს ის სიყვარული, რომელიც, ბავშვის შეხედულებით, მას და მის მეორე მშობელს უნდა ეკუთვნოდეს. ორივე წყვილთან სანიმუშო მოქცევა კი, შესაძლოა, იმ დარჩენილი „მცირე“ სიყვარულის დაკარგვის შიში იყოს, რომელიც ბავშვს მშობლისგან ჯერ კიდევ ეიმედება. ბებია კი, მისი აზრით, ის ადამიანია, რომლის სიყვარულიც მთლიანად შვილიშვილს ეკუთვნის და მასთან ღია საუბარი შეიძლება. ამ შემთხვევაში სიტუაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ბებიის როლი აქ ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. თუკი ის ბავშვს რომელიმე მშობლის და მისი მეორე ნახევრი წინააღმდეგ განაწყობს, ეს ბავშვისთვის ვერაფერი დახმარება იქნება. მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მშობლების გაცილება–შერიგება მასთან არავითარ კავშირში არ არის და რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებისთვის ყველაზე საყვარელ არსებად რჩება, რომ მას სიყვარულში კონკურენტი არ ჰყავს. ამის შეგრძნება მასში სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას შემოიტანს და მას ენერგიის დახარჯვა მშობლების გამოსაცდელად სიტუაციების მოწყობაში (რაც ხშირია) ან მათ გამალებულ შერიგებაში აღარ დასჭირდება და მისი ენერგია გაცილებით მშვიდობიანად დაიხარჯება. საბოლოოდ იმისთვისაც მოიცლის, რომ წინასწარი მტრული განწყობის გარეშე დააკვირდეს მშობლის მეორე ნახევარს და ის ულ სხვა კუთხით დაინახოს. მისი სამყარო ამით გაიზრდება და გამდიდრდება, კიდევ ერთი ახლო ადამიანით შეივსება.

უნდა შეიკავონ თუ არა თავი მშობლებმა, ბავშვების სიახლოვეს ერთმანეთის კოცნისა და ფიზიკური შეხებისაგან?

მშობლების მიხრიდან ერთმანეთისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ბავშვს, როგორც წესი, აბედნიერებს, როდესაც ხედავს, რომ სამსახურიდან მოსული მამა დედას ჩაეხუტა და აკოცა, რომ ტელევიზორის ყურებისას დედამ მამას თავი მხარზე მიადო, მამა კი დედის ხელს ხელით ეფერება. ასეთი მშობლები ხომ შვილსაც სიამოვნებით ეხუტებიან, ეფერებიან და არც მას უშლიან ემოციების გამოხატვას, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ემოციური ჩამოყალიბებისთვის. მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარული ბავშვზე არაცნობიერად უდიდეს დადებით გავლენას ახდენს, მის თვითშეფასებას ამაღლებს.

სტატია  მოამზადა : სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0