მთვარის მზით განათებულ ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნასამ”, 26 ოქტომბერს გაავრცელა. აღნიშნული აღმოჩენა ნიშნავს, რომ წყალი არის მთვარის მთელ ზედაპირზე და არამხოლოდ მის ცივ, მზით გაუნათებელ ნაწილში.
“ნასას” ინფორამციით, NASA SOFIA-მ (Stratospheric Observatory for Infrared Astronomy) წყალი აღმოაჩინა კლავიუსის კრატერში, რომელიც მთვარეზე დედამიწიდან ხილული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერია. მთვარზე დაკვირვებების შედეგად, მანამდე გარკვეული სახის წყალბადი აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს იმის დადგენა, ეს იყო წყალი თუ მისი ქიმიური ნათესავი ჰიდროქსილი.
“ჩვენ გქვონდა ნიშნები, რომ HO2 შესაძლოა მთვარის შედარებით ჩრდილოვან ადგილებში ყოფილიყო. ახლა კი ვიცით, რომ ეს ნამდვილად წყალია. ეს აღმოჩენა გამოწვევას წარმოადგენს მთვარის ზედაპირის მიმართ აქამდე არსებული ჩვენი აღქმისთვის და ზრდის ღრმა სივრცის შესასწავლად არსებულ ინტრიგას”, – განაცხადა მეცნიერმა, პოლ ჰერცმა.
“ნასას” ინფორმაციით, მიუხედავად მცირე რაოდენობის წყლის აღმოჩენისა, ეს სიახლე აჩენს ახალ კითხვებს წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნება ის უჰაერო მთვარის ზედაპირზე.
მთვარეზე წყლის არსებობის შესასწავლად “ნასა” 2024 წელს თანამგზავრზე მისიის გაგზავნას გეგმავს.
მთვარეზე პირველი ექსპედიციის შემდეგ არსებობდა მოსაზრება, რომ ის სრულად მშრალი იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული მისიების შედეგად კი მეცნიერებმა მთვარეზე წყლის არსებობის გარკვეული ნიშნები აღმოაჩინეს, მათ შორის, ყინულის ნაწილაკებიც. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე მისიები დარწმუნებით ვერ ამბობდნენ, ეს იყო H2O თუ OH.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”