ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე გაზრდილ კოვიდშემთხვევებთან დაკავშირებით საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას საჭირო მითითებებს აძლევს.
“აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი რჩება მაღალი და შედარებისთვის, ის უტოლდება და ასწრებს ევროპაში პირველი ტალღის გავრცელების პიკზე მყოფ რეგიონებს!
დიაგნოსტირების მთავარი სირთულე ისევ PCR ტესტირების შეზღუდვები და შეფერხებაა – რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში, კონტაქტით და მის გარეშეც, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა,
ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე – უნდა დალიოთ ჩაი, ბევრი სითხე, იკვებოთ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია – იყოთ იზოლაციაში!
ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს – ექიმი!
აი, ამ ექიმს როგორ დაუკავშირდებით და ჩაბარდებით – თქვენი მარიფათის და მოხერხების ამბავია, ჯერ კიდევ…
ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება!
ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები, თუ ისინი გჭირდებათ! (და არა მეზობელმა, ახლობელმა ან ფარმაცევტმა..)
ამავე ექიმმა უნდა მოგცეთ შემდგომი რეკომენდაციები, ამოიცნოს ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მძიმე მიმდინარეობაზე! (არა მეზობელმა, ახლობელმა ან ნათესავმა…)
დიახ, ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე და არ დამძიმებაზე!
რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება გეკისრებათ
თქვენ:
ყველგან ატაროთ ნიღაბი!
ყველასთან დაიცვათ დისტანცია!
ყოველთვის გქონდეთ დაბანილი ხელები!
სიმპტომების გამოვლენისთანავე გადახვიდეთ იზოლაციაში!
არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები, გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად!
არ ურჩიოთ სხვას მედიკამენტების და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღება!
არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების, მაგალითარ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ასთმის და სხვათა გამო!
მხოლოდ ამ რეკომენდაციებით და ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება და ეს არის ძირითადი გზა და საშუალება გაზრდილი ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად!” – წერს სოფიო ბერიძე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”