დიდ ბრიტანეთში მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ, შესაძლოა თუ არა იაფი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის, „ასპირინის“, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენება.
კერძოდ, ცნობილი მასშტაბური კვლევის RECOVERY-ის ფარგლებში მეცნიერები დაადგენენ, ამცირებს თუ არა „ასპირინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში თრომბის რისკს.
150 მგ „ასპირინს“ ყოველდღიურად 2 000-მდე პაციენტი მიიღებს და მათ მდგომარეობას შეადარებენ სხვა ამავე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობას, რომლებსაც კოვიდ 19-ის სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარდებათ.
ცნობისათვის, „ასპირინი“ პირველი მედიკამენტი არ არის, რომელსაც RECOVERY-ის ფარგლებში გამოცდიან. ამ კვლევამ პირველმა აჩვენა, რომ დექსამეტაზონს, სტეროიდი, რომელიც ასევე იაფი და ხელმისაწვდომია, კოვიდ 19-ით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატს ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქველინი) კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში არავითარი სარგებელი ჰქონდა.
ამასთან, სწორედ RECOVERY- ის ფარგლებში გამოცადეს ანტიბიოტიკ „აზითრომიცინისა“ და „რეგენერონის“ ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამკურნალოდაც გამოიყენეს.
Reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”