21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი აპირებენ, ისე მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ შორიდან გვეგონება, ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებიან. ასე ახლოს მათი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.
ასტრონომიულ მოვლენას, რომელშიც ციური სხეულები ერთმანეთს გაუსწორდებიან, შეერთება ეწოდება. თუმცა, ვინაიდან ეს კავშირი მოიცავს ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს გიგანტს, იგი ცნობილია როგორც “დიდი შეერთება”. რაღაც დონეზე, ამგვარი შემთხვევა ორ ათწლეულში ერთხელ ხდება ხოლმე.
”მაგრამ სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს კავშირი ნამდვილად გამონაკლისია იმით, რომ პლანეტები ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან”, – განმარტა Rice University-ს ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა პატრიკ ჰარტიგანმა.
”სინამდვილეში, ისინი იმდენად ახლოს იქნებიან, რომ შეიძლება მათი განშორება შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყოს”, – დასძინა მან.
ეს ყველაფერი ზამთრის ბუნიობის დღეს მოხდება და ჩვენ დედამიწიდან მათ ერთ ნათელ წერტილად აღვიქვამთ.
ამასთანავე, რთული იქნება ამ შეერთების დანახვა შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, თქვა ჰარტიგანმა. ჯერ უცნობია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რამდენად დაბლა იქნებიან ისინი ჰორიზონტზე განლაგებულები. ყველაზე უკეთ ეკვატორთან განლაგებული ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს ამ მოვლენას.
“თუკი ტელესკოპი გაქვთ ის სამხრეთ – დასავლეთის ცისკენ მიაბრუნეთ” – გვაძლევს რეკომენდაციას ჰარინგტონი. თუმცა კი, ამ ყველაფრის დასანახად მკაფიო სამხრეთ-დასავლეთის ჰორიზონტი გვჭირდება.
თუკი 21-ში თქვენი ცა ღრუბლიანი იქნება, გული ნუ დაგწყდებათ, ეს მოვლენა 17-დან 25 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა კი 21-ში ყველაზე უფრო ახლოს იქნებიან ისინი ერთმანეთთან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”