ფრანგულმა კომპანია „სანოფმა“ და ბრიტანულმა „გლაქსოსმიზკლაინმა“ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდები შეწყვიტეს, რისი მიზეზიც, კომპანიების განმარტებით, ხანდაზმულ პაციენტებში გამოვლენილი არასაკმარისი იმუნური რეაქცია გახდა.
„კლინიკური ცდის შედეგებმა 18-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მსგავსი იმუნური რეაქცია აჩვენა, თუმცა უფრო ასაკოვან ადამიანებში იმუნური რეაქცია დაბალი იყო და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ანტიგენის არასაკმარისი კონცენტრაციაა,“- აცხადებენ კომპანიებში.
პოტენციური ვაქცინაზე დაგეგმილი III ფაზის კვლევები, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. კომპანიების ინფორმაციით, ახალი, ფაზა 2ბ კვლევა მომავალ წელს დაიწყება და ეფექტური ვაქცინის შექმნა,სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”