დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
„ჩვენი გენეტიკოსების წყალობით, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოვაჩინეთ, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეიძლება უკავშირდებოდეს. პირველადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.
მეთ ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მეცნიერები არ მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს ან ვაქცინა მასზე გავლენას არ ახდენს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე შევატყობინეთ ვირუსის ახალი სახეობის თაობაზე. ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსის მსგავსი სახეობები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”