ჩინური უპილოტო კოსმოსური მისია Chang’e-5 დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაფსულა, რომელშიც პლანეტის თანამგზავრზე მოგროვილი გრუნტი ინახება მონღოლეთში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე დაეშვა.სპეციალისტებმა კაფსულას მალევე მიაგნეს.
Chang’e-5-მა მთვარისკენ სტარტი 1-ელ დეკემბერს აიღო. ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელიც მთვარის გრუნტს დედამიწაზე ჩამოიტანს. აქამდე თანამგზავრის ნიადაგის ნიმუშების მოპოვება მხოლოდ აშშ-სა და სსრკ-ს მისიებმა შეძლეს. ბოლოს მსგავსი მისია 1976 წელს შესრულდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: