Bloomberg-ის ცნობით, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი დღეს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და ამჟამად მისი ქონება $188.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისმა ქონებამ “ამაზონის” დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებას გადააჭარბა. ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში დაწინაურება დღევანდელი დღის განმავლობაში Tesla-ს აქციების ღირებულების 4.8%-ით ზრდამ განაპირობა.
არსებული მდგომარეობით, მასკის ქონება ჯეფ ბეზოსის აქტივების ღირებულებას $1.5 მილიარდი დოლარით აჭარბებს.
ილონ მასკის ქონება 2020 წლის განმავლობაში $150 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც გასული წლის განმავლობაში Tesla-ს აქციების ღირებულების 743%-იანმა ზრდამ განაპირობა. 2020 წლის ბოლოს Tesla S&P 500-ის ინდექსშიც შევიდა, რამაც კომპანიის აქციების ფასი კიდევ გაზარდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”