NASA-მ ზონდ InSight-ის და სადგურ Juno-ს მისიები გააფართოვა და გაახანგრძლივა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
InSight-ი, რომელიც მარსს სწავლობს 2022 წლამდე იმუშავებს. თავდაპირველად NASA-ში გეგმავდნენ რომ ზონდის მისია, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წელს დაეშვა, 2020 წელს დასრულდებოდა. InSight-ის ახალ ამოცანებს შორის მარსის სეისმოლოგიური მონაცემების კრებულის შექმნა იქნება.
Juno-კი, რომელსაც იუპიტერის ორბიტიდან 2021 წელს უნდა გაეყვანათ 2025 წლამდე იმუშავებს და არა მხოლოდ მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას, არამედ მის სისტემას – რგოლებს და თანამგზავრებს შეისწავლის.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: