ოდესმე დაფიქრებულხართ რამდენად ძლიერად უყვარხართ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს?
Canine Cottages-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის გულისცემა 46% -ით იზრდება, როდესაც პატრონი ეუბნება „მიყვარხარ“. ინფორმაციას people-ი ავრცელებს.
ექსპერიმენტის ფარგლებში 4 ძაღლის გულისცემას ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ძაღლების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) იყო. თუმცა, როგორც კი მათ პატრონები სიტყვა მიყვარხარ-ს ეუბნებოდნენ მათი გულისცემა 46%-ი პროცენტით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.
კვლევამ კიდევ ერთ პატარა საიდუმლოს ახადა ფარდა. კერძოდ, როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს ეფერებით და ეხუტებით, მათი გულისცემა მშვიდდება და მათი პულსი 23%-მდე იწევს.
კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ხანგძლივი განშორების შემდეგ, როდესაც პატრონები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხედავენ, მათი გულისცემაც 10%-ით იზრდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”