close
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

სუპერ ხელოვნური ინტელექტის მართვა შეუძლებელია! – კვლევა

უკვე მრავალი წელია, ვდაობთ, ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი (AI) ადამიანს… ახლა კი მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რამდენად შეუძლია ადამიანის გონებას კომპიუტერული სუპერ-ინტელექტის მართვა.

ამაზე პასუხია: “რა თქმა უნდა, არა!”

სუპერ-ინტელექტი ბევრად აღემატება ადამიანის აპერცეფციას, აღქმას და მისი კონტროლისთვის საჭიროა სიმულაცია, რომლის ანალიზიც შეგვიძლია. თუმცა მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუპერ-ინტელექტის გააზრების გარეშე, შეუძლებელია ასეთი სიმულაციის შექმნა.

ალბათ, ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებთ AI ტექნოლოგიებისთვის სასურველი შეზღუდვების დაწესების იმედია… თუმცა, როგორც ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც კომპიუტერული სისტემა ყველა პროგრამისტის დონეს გადააჭერბებს, შეუძლებელი გახდება რაიმე ლიმიტის დაწესება.

”სუპერ-ინტელექტი ფუნდამენტურად განსხვავებულ პრობლემას ქმნის, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვეულებრივ “რობოტების ეთიკის” ქვეშ სწავლობენ. სუპერ-ინტელექტს შეუძლია, ადამიანისთვის გაუგებარ და არაკონტროლირებად მიზნებს მიაღწიონ” – ამბობენ მკვლევარები.

მკვლევართა მსჯელობა უმეტესად, ალან ტურინგის მიერ 1936 წელს წამოყენებული პრობლემიდან მოდის, რომელიც ჩვენს წინაშე აყენებს საკითხს – კომპიუტერული პროგრამა მიაღწევს კონკრეტულ პასუხს და შეჩერდება თუ განაგრძობს მარადიულ ძიებას?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან, როგორც ჩანს, მათემატიკური გამოთვლებით შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყოთ რომელიმე მათგანში. “ფაქტობრივად, ეს შეკავების ალგორითმს გამოუსადეგარს ხდის” – ამბობს მეცნიერი აიად რახუანი, გერმანიის ადამიანის განვითარების მაქს-პლანკის ინსტიტუტიდან.

მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ალტერნატივის ძებნა, თუ როგორ ასწავლონ სუპერ-ინტელქტს გარკვეული ეთიკა და “შთააგონონ”, რომ არ გაანადგუროს სამყარო. მათი თქმით, საჭიროა, უკვე დავიწყოთ იმ კითხვების დასმა, რომლებიც დაგვანახებს, რა მიმართულებით მივდივართ.

მართალია, ამ ეტაპზე, ბევრისთვის სამცნიერო ფანტასტიკას უტოლდება სუპერ-ინტელექტის არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არც ისე შორეული წარსულია… როგორც ვხედავთ, უკვე არსებობს ისეთი მექანიზმები,რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ გარკვეულ მნიშვნელოვან დავალებებს. “ამიტომც ჩნდება კითხვა, შეიძლება ეს, გარკვეულ მომენტში, უკონტროლო და საშიში კაცობრიობისთვის?” – აცხადებს მკლევართა ჯგუფი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0