თამარ კორკოტაშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში განაგრძობს, ამის შესახებ ინფორმაციას მისი მასწავლებელი, დიმიტრი არაბიძე აქვეყნებს.
“ახალი ამბავი მაქვს, MIT-ში მიმიღეს მას” – ასე შეიტყო თამარ კორკოტაშვილის წარმატება მისმა მასწავლებელმა, შემდეგ კი – ჩვენ.
“თამარი სუპერ გოგოა!” – მხოლოდ ეს ფრაზაა საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა ყოფილი მოსწავლის წარმატება აღწეროს.
MIT – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, თუ რატომ ხვდება ის ყველა რეიტნგის პირველ ათეულში.
აღსანიშნავია, რომ MIT-ის კურსდამთავრებულთა სიაში მოიძებნება ისეთი ადამიანების სახელი, როგორიცაა რიჩარდ ფეინმანი (ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში), ბაზ ოლდრინი (აპოლო 11-ის ასტრონავტი), კოფი ანანი (გაეროს მეშვიდე გენერალური მდივანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი) და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს შორის კი კიდევ ერთი ქართველი იმყოფება – საბა ლეფსვერიძე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”