close
ეს საინტერესოამედიცინა

ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტის მიუხედავად არ ინფიცირდებიან, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ – ცერცვაძე

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, – ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით.

„საკმარისადაა ისეთი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ადამიანი არ ინფიცირდება, ამის შესანიშნავი მაგალითი გვქონდა კლინიკაში, პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყისში. 2 წყვილი იწვა კლინიკაში, 1 იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მე-2 კი რელიგიური ადამიანები. ცოლ-ქმრის შემთხვევაში ქალი იყო კოვიდინფიცირებული, კაცმა კი არ მიატოვა, ახალდაქორწინებულები იყვნენ და მე უნდა ვიყო ჩემს მეუღლესთანო და იყო მასთან 15 დღე. იმაზე ახლო კონტაქტი შეუძლებელია, ვიდრე ისინი იყვნენ 15 დღის განმავლობაში 1 პალატაში და მაინც არ დაემართა. რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ ერთმანეთი არ მიატოვეს და 17 დღე 1 პატარა პალატაში იწვნენ და არ დაემართა.

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილია იმუნიტეტი, რომელიც დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ დაგვრჩება, ხოლო თანდაყოლილი იმუნიტეტი კი დაბადებიდან აქვს ადამიანს.

დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ.

არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით, რასაც გაციებითი დაავადებები ჰქვია, იქ კორონავირუსებია 15-20%-ში და შესაძლოა ისეთ კორონავირუსიც გადაიტანა, რომელსაც ჯვარედინი ცილები ჰქონდა ახალ კორონავირუსთან, რამაც მისცა იმუნიტეტი, შეიძლება ასეც იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0