close
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მეცნიერებმა შავი ხვრელიდან ენერგიის მიღების ახალი გზა აღმოაჩინეს

მზის მსგავსად, ჩვენს გალაქტიკასა და მის მიღმა უამრავი ვარსკვლავი აწარმოებს წარმოუდგენელ ენერგიას და როგორც ჩანს, ენერგიის მიღება შორის შავი ხვრელიდანაც შესაძლებელია!

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მოსაზრება შავი ხვრელებიდან ენერგიის მიღების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1969 წელს, ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაუერეატი – როჯერ პენროუზი საუბრობდა. მისი თქმით, ენერგიის მიღება შავი ხვრელის ერგოსფეროდან შეგვიძლია. (ერგოსფერო შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა მდებარეობს, საიდანაც ვერაფერი აღწევს თავს. ერგოსფეროში სივრცის ჩათრევის სიჩქარე სინათლისას უტოლდება.)

ახალი კვლევის თანახმად კი ირკვევა, რომ შავი ხვრელი შესაძლოა, უწყვეტი, ამოუწურავი ენერგიის წყაროდ იქცეს. 

პენროუზის მოსაზრების თანახმად, ობიექტს, რომელიც შავ ხვრელში ხვდება, შეუძლია, ორ ნაწილად გაიხლიჩოს – ერთი მათგანი მოვლენების ჰორიზონტისკენ გაემართება, მეორე კი, თუ ეგზოსფეროსგან თავის დაღწევას შეძლებს, უფრო დიდ ენერგიას წარმოქმნის, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა. ამის ინტერპრეტაციას ფილმ “ინტერსტელარშიც” ვხვდებით, როდესაც კოსმოსური ხომალდი შავი ხვრელიდან იღებს მნიშვნელოვან ენერგიას. 

მბრუნავი შავი ხვრელის ერგოსფეროში მაგნიტური ველის ხაზები მუდმივად ირღვევა და სწრაფი სიჩქარით უკავშირდება ერთმანეთს. ამ დროს უარყოფითი ენერგიის ნაწილაკები წარმოიქმნება და ასევე, სწორედ დაკავშირების მომენტში პლაზმის ნაწილაკები სხვადასხვა მიმართულებით იშლება – ერთი ნაკადი შთაინთქმება შავი ხვრელის მიერ, ხოლო მეორე ნაკადს სიჩქარის საკმარისი პოტენცია გააჩნია იმისათვის, რომ თავი დააღწიოს შავი ხვრელის გრავიტაციულ მიზიდულობას. 

შესაძლოა, ამ ეტაპზე არ არსებობდეს სწრაფი და ეფექტური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც უკვე შევძლებთ თეორიული მოსაზრების პრაქტიკაში განხორციელებას, თუმცა აბსტრაქტულ დონეზე, კვლევა შავი ხვრელების ახალი პერსპექტივით დანახვას უწყობს ხელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0