close
კვლევებიმედიცინა

ევროპის რამდენიმე ქვეყანა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში, ბელგიაში, დანიასა და ნორვეგიაში 65 წელს გადაცილებული ადამიანების Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას არ იძლევიან.

შვეიცარიასა და იტალიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან.

გადაწყვეტილების მიზეზად ყველა მათგანი ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.

“ჩვენ გადავხედეთ დოკუმენტაციას და სანამ ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტზე უფრო მეტ მონაცემს არ ვნახავთ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ AstraZeneca– ს ვაქცინა პირველ რიგში 65 წლამდე ასაკის ადამიანებს შევთავაზოთ”, – განაცხადა დანიის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ბოლეტ ზიბორგმა.

”გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეროვნულ დონეზე ვაქცინის პოლიტიკისთვის საუკეთესო მონაცემები და ფონი გვაქვს,“-  აღნიშნა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის სპიკერმა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 105 მილიონამდე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის ცნობით, ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს.

 

წყარო : CNN , Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0