მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწაზე ყველაზე პატარა ქვეწარმავალი – ქამელეონის ქვესახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მარცვლის ზომისაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორი პატარა ხვლიკი მადაგასკარში აღმოაჩინეს. მამრი ხვლიკის ზომა 1,35 სმ-ია და ის ადამიანებისთვის ცნობილი 11,500 ქვეწარმავლის სახეობიდან, ყველაზე პატარაა. მისი სიგრძე კუდიდან თავის ბოლომდე 2,2 სმ-ია. რაც შეეხება მდედრ ხვლიკს, ის უფრო დიდი ზომისაა და დაახლოებით 2,9 სანტიმეტრია.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პატარა ხვლიკი ტკიპებზე ნადირობს და ღამე მტაცებლებისგან ბალახის პირებზე იმალება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: