close
მსოფლიოპოლიტიკა

რას მოჰყვა აქციები სომხეთში? – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არმიას გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

სომხეთში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციის მოთხოვნაა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.

უნდა ითქვას, რომ ფაშინიანი საპროტესტო აქციებს აწყდება აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სისხლიანი ყარაბაღის 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის კონფლიქტს, სადაც შუამავლის როლს რუსეთი ასრულებდა. ახლა კი სომხეთის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებას. 25 თებერვალს გამოქვეყნდა განცხადება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  მიერ, რასაც ხელს ათობით სამხედრო მეთაური აწერს, ისინი მწვავედ აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მთავრობას აღარ შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

მოცემულ განცხადებას ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და მომხრეებს აქციებისკენ მოუწოდა, ამის საპასუხოდ კი სომხეთის ქუჩებში ოპოზიციონერებიც გამოვიდნენ, რომელთაც სამხედროები მხარს უჭერენ, ისინი მოითხოვენ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო ომი.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრმა მიიწვია ოპოზიცია მოლაპარაკებების დასაწყებად  და შესთავაზა პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით, ოპოზიციის აქციები მთავარ მოედანზე არ წყდება. ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა ლიდერმა, ვაზგენ მანუკიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა პარლამენტის ბლოკირება და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსება.

“ჯარი არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი და მცდელობები, ჩარიო ის პოლიტიკაში, მიუღებელია”,-უთხრა ფაშინიანმა მხარდამჭერებს.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, რომელსაც ქვეყანაში უფრო ფორმალური როლი აქვს, ორივე მხარეს მოუწოდებს სიტუაციის დეესკალაციისკენ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავენ და მოუწოდებენ მხარეეებს სიმშვიდისკენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი გმობს სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0