35 წლის თეა კაჭარავა, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, უკვე 8 შვილის დედაა.
თეა გვესაუბრება მრავალშვილოანობით გამოწვეულ სიხარულსა და სირთულეებზე.
1.გვესაუბრეთ, რა სირთულეები ახლავს ყველაზე მეტად რვა შვილის აღზრდას ?
სიმართლე რომ გითხრათ, აღზრდის პროცესში სირთულეს ვერ ვგრძნობ. რადგან, ოჯახის თითოეული წევრი ერთმანეთს ვეხმარებით, ვინაწილებთ მოვალეობებს. რთული მხოლოდ ის მომენტებია, როდესაც რომელიმე ბავშვი ცუდად ხდება და ჯამრთელობის პრობლემა ექმნება.
2. როგორია ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა?
უფროსი 14 წლის არის. შემდეგი ბაშვები 12, 10 , 4, 3, 2 წლისები არიან. ყველაზე პატარები კი ორი თვის ტყუპები მყავს.
3. უფროსები რამდენად არიან პატარების აღზრდაში ჩართულნი?
უფროსები ძალიან მეხმარებიან, მაქსიმალურად ცდილობენ შეძლებისდაგვარად ყველა საკითხში დამეხმარონ, პატარებზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული . ამ ეტაპზე ყველა აქტიურად ტყუპების აღზრდით და მოვლით ვართ დაკავებული.
4. თქვენ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?
დიახ , შეძლებისდაგვარად. ჩემი მეუღლეც აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში. ვინაწილებთ მოვალეობებს, როდესაც პატებს მე ვამეცადინებ, უფროსებს ჩემი ქმარი, ან პირიქით.
5. რა არის ყველაზე რთული მრავალშვილიან დედობაში?
შვილები ყველაზე დიდი სიმდიდრეა, სიცოცხლის წყარო და ცხოვრების აზრი. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთადერთ სირთულეს მათი ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს.
6. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღზრდის პროცესში?
პირველ რიგში იყვენენ ზრდილობიანები და ისწავლონ , დააფასონ ის ყოველივე, რაც ღმერთმა უბოძათ.
7. რას ურჩევთ სხვა დედებს, რომლებსაც ბევრი ბავშვის გაჩენა აშინებთ?
ბავშვები ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია. ყველას ვურჩევ გააჩინოს ბევრი შვილი . როდესაც ღმერთი დედობის საშუალებას გაძლევს უარი არ უნდა თქვა, რადგან მის აღსაზრდელად საჭირო ძალასაც მოგცევს . მინდა ყველას ვუთხრა, რომ შვილებზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არაფერია.
8. კიდევ აპირებთ შვილის გაჩენას?
დიახ, რათქმაუნდა ვაპირებ.
9. როგორიც ვიცით ემიგრაციაში ცხოვრობთ, იციან თუ არა ბავშვებმა ქართული და ახლავს თუ არა დამატებითი სირთულეები მრავალშვილიან დედობას ემიგრაციაში ყოფნის დროს?
დიახ, გერმანიაში ვცხოვრობთ. ბავშვებმა ქართულიც იციან და ქართული ღირებულებებითაც ვზდრით. რაც შეეხება სირთულეს, მხოლოდ ის, რომ რთულია შენი სამშობლოს და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”