ჰოლანდიელმა გამომგონებელმა კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად უფრო სწრაფი და მარტივი მეთოდი მოიფიქრა.
ცხვირის ტამპონის გამოყენებით უსიამოვნო პროცედურის ნაცვლად, პიტერ ვან უისი მონაწილეებს სპეციალურ კაბინაში შესვლას და იქ ყვირილს ან სიმღერას სთხოვს. ინდუსტრიული ჰაერის გამწმენდი გამოყოფილ ნაწილაკებს აგროვებს, რის შემდეგაც ხდება მათი ანალიზი.
”თუ კორონავირუსი გაქვთ, ინფიცირებული ხართ და ყვირით, თქვენ ავრცელებთ ათიათასობით ნაწილაკს, რომელიც კორონავირუსს შეიცავს ”, – განაცხადა უისმა.
ვირუსის იდენტიფიცირება ნანომეტრის მასშტაბის ზომის მოწყობილობის გამოყენებით ხდება. პროცესს დაახლოებით 3 წუთი სჭირდება.
პიტერ ვან უისი აცხადებს, რომ მისი გამოგონება სასარგებლო იქნება კონცერტებზე, აეროპორტებში, სკოლებში ან ოფისებში.
ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ისინი მიესალმებიან სწრაფ, მოქმედ ტესტს, რომელიც უტყუარია.
”მაგრამ როგორ მუშაობს ეს აპარატი – ამას ვერ შევაფასებთ, რადგან მის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ ვიცით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”