ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ საკუთარი მარსმავალის, „პერსევერანსის”, „წითელ პლანეტაზე“ განთავსება წარმატებით შეძლო.
კოსმოსური ხომალდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში „წითელ პლანეტაზე“ სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებების ძიებაში გაატარებს და მარსის ქანების ნიმუშებს შეაგროვებს.
„პერსევერანსი“ ეზეროს კრატერის შესწავლას გეგმავს, ვინაიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეზეროზე მილიარდობით წლის წინ გიგანტური ტბა მდებარეობდა და იქ, სადაც წყალი იყო, სიცოცხლის არსებობაც შესაძლებელია.
მარსზე დაჯდომისთანავე ხომალდმა, რომელიც 20-ზე მეტი კამერითაა აღჭურვილი, დედამიწაზე პირველი გამოსახულებები გამოაგზავნა, სადაც მარსმავალის ჩრდილი და ეზეროს კრატერის ზედაპირი ჩანს.
ხომალდი „წითელ პლანეტაზე“ 6 თვის წინ გაგზავნეს და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მან დაახლოებით 292.5 მილიონი მილი გაიარა.
წყარო :BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”