close
ასტრონომია - კოსმოსი

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმრო გაიხსნება 2027 წელს

“ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კოსმოსში მოგზაურობის ეს ოქროს ხანა ძალიან ახლოსაა. ის მალე მოვა.” -ამ სიტყვებს ამობს Gateway Foundation- ის პრეზიდენტი, მაგრამ რატომ?

კოსმოსურ ტურიზმზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, ექვს წელში კი შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სასტუმროში ცხოვრება, სასტუმროში, რომელსაც Voyager Station ეწოდება. 24 მოდულისგან შექმნილი მბრუნავი ბორბალი აღჭურვილი იქნება საკმარისი რაოდენობის ოთახებით, რომ 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს კომფორტული გარემო შეუქმნას. შეიძლება ითქვას, ამ დრომდე კოსმოსში კოსმონავტების ცხოვრება მარტივი და კომფორტული არ ყოფილა, მაგრამ Voyager Station აღჭურვილია საშხაპეეებით, საწოლებით, კინოთეატრით, სპა და სპორტული დარბაზებით, რომლებიც ისევე იფუნქციონირებენ, როგორც დედამიწაზე.

მოცემული იდეის უკან მდგომი კომპანია OAC(Orbital Assembly Corporation) აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. სასტუმრო თავიდანვე ისე იქნება მოწყობილი, რომ მასზე განთავსდეს კოსმოსური სააგენტო კვლევებისთვის და სივრცე ტურისტებისთვის.

სასტუმრო დედამიწას ყოველ 90 წუთში შემოივლის. სრული კომფორტის პირობებში უცნობია ზუსტად რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასტუმროში დარჩენა და კოსმოსში მოგზაურობა, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციით ეს რიცხვი შესაძლოა 250 000 დოლარი იყოს ერთ კაცზე.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0