close
კატეგორიის გარეშე

პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ

პოლონეთის მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ, თუნდაც მარტოხელა მშობლები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის ერთობლივად აყვანა ეკრძალებათ, თუმცა ზოგიერთმა წყვილმა ამ აკრძალვის თავიდან აცილება შეძლო, როდესავ ბავშვის აყვანა წყვილის ერთი წევრის მიერ ხდებოდა. ამიერიდან კანონი ამას პირდაპირ აკრძალავს.

„ჩვენ ცვლილებას ვამზადებთ, რომლის თანახმად, ერთნაირსქესიანი წყვილი ვერ შეძლებს ბავშვის აყვანას“, – აღნიშნა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხალ ვოიჩიკმა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბავშვების აყვანის სააგენტოებს დაევალებათ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, იმყოფება თუ არა პირი, რომელსაც ბავშვის აყვანა სურს, ერთნაირსქესიან ურთიერთობებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0