close
კვლევებიმედიცინა

რვა ქვეყანა, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. მათ შორისაა ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია. ამასთან, ცოტა ხნის წინ Deutsche Welle-მ დაწერა, რომ ამავე კომპანიის კოვიდ-ვაქცინის გამოყენება 14 დღით დანიამაც შეაჩერა. შემდეგ კი ამ ქვეყნების ჯგუფს ნორვეგია და ისლანდიაც შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.

ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ AstraZeneca-ს ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.

ევროპის წამლის სააგენტოს განმარტებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.

მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0