მეცნიერებს სურთ მთვარეზე დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმების 6.7 მილიონი სახეობის სპერმა და კვერცხუჯრედები მთვარეზე გაგზავნონ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები დედამიწის თანამგზავრზე გენეტიკური ბანკის, ერთგვარი კიდობანის შექმნას გეგმავენ. მათი თქმით, გენეტიკური მასალა მთვარის ზედაპირის ქვეშ უნდა აშენდეს. მასალა გაყინულ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, მიზანი კი კატასტროფების შემთხვევაში დედამიწის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება.
შესაბამისი კვლევა არიზონის უნივერსიტეტში ჩაატარეს. კვლევის ავტორი ჯეკან ტანგა აღნიშნავს, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური მასალის შეგროვება ახალი იდეა არ არის, რამდენიმე ასეთი ობიექტი პლანეტაზე უკვე არსებობს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ბანკის დედამიწაზე განთავსება რისკის შემცველი იქნება, რადგან პლანეტაზე მათ სხვადასხვა საფრთხე დაემუქრებათ, პირველ რიგში კლიმატური ცვლილებები. მაშინ როცა გენეტიკური ბანკის მთვარეზე შენახვა უფრო უსაფრთხო იქნება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“