Moderna-სა და AstraZeneca-ს შემდეგ, ბავშვებზე ვაქცინის კლინიკური გამოცდა გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კონცერნმა Pfizer-მაც დაიწყეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„ჩვენს პარტნიორ BioNTech-თან ერთად, კლინიკური გამოცდის გლობალური ფაზის ფარგლებში, ვაქცინა ჯანმრთელი ბავშვების პირველ ჯგუფს გავუკეთეთ“, – განაცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა.
კვლევის ფარგლებში, 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოება, გადამტანობა და ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ. გეგმის თანახმად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის ბავშვებში გამოყენება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
გაზიარება: