close
კვლევები

კვლევა : Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში 100%-ით ეფექტურია

კვლევამ, რომლის დროსაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოსცადეს, აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და ამასთან, დაინფიცირებისგან 100%-ით იცავს.

კვლევაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა.

Pfizer-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყება.

კომპანიის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასა და სხვა მარეგულირებლებს აღნიშნული ასაკის პირებში ვაქცინის  გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ.

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 16 წლისა და მეტი ასაკის პირებში გამოყენება უკვე ნებადართულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტების შეფასებით, ბავშვების ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, ბავშვები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აშშ-ის მოსახლეობის 70%- 85% -ის ვაქცინაციაა საჭირო.

Pfizer-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაიწყეს კლინიკური ცდები, რომლის ფარგლებშიც თავიანთ ვაქცინას 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდიან.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0