close
ბიზნეს პერსონა

შეიძლება, 1O წელში მასკმა ისე შეცვალოს მსოფლიო, ჩვენი 10-წლიანი გეგმა მთვარეზე განხორციელდეს – ჭყონია

„1O წელიწადში ილონ მასკმა შეიძლება, ისე შეცვალოს მსოფლიო, რომ ჩვენი 10-წლიანი განვითარების გეგმა მთვარეზე განხორციელდეს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმას შეეხებოდა.

საქმე ისაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა განვითარების 10-წლიან სტრატეგიას მაისში წარმოადგენს. ამ მიზნით პრემიერის გუნდმა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების საბჭო შექმნა. მთავრობის დადგენილებით, საბჭოში შედის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, საჭიროების შემთხვევაში კი რეფორმების საბჭო შექმნის სამუშაო ჯგუფებს და მოიწვევს ექსპერტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„დღეს, პანდემიის პირობებში, მსოფლიოში დიდ და ხანგრძლივ გეგმებს არც ერთი ბიზნესმენი არ ადგენს. დღეს იმდენად სხვა სიტუაციაა, რომ ყოველდღიური გეგმა გვჭირდება. 10-წლიანი გეგმის საბოლოო მიზანი რა გვაქვს? ანუ მე-10 წელიწადს რა გვინდა? – ამის განსაზღვრა არის მთავარი და ამ მიზანს რომ დავწერთ, მერე შეიძლება ეს მიზანი განხორციელდეს 2 წელიწადშიც, გააჩნია რა მიზანი გვაქვს; თუ 10 წლის გადავადება გინდა რაღაც მიზნისთვის, ეს სხვა თემაა. თუ მიზანი ისაა, რომ სასამართლო რეფორმა 10 წელიწადში განხორციელდეს, მაშინ დავღუპულვართ და ა.შ.“, – ამბობს ბიზნესმენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0