close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ასტრონავტებს მთვარეზე ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტა გაუშვებს

NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათი ასტრონავტების მთვარეზე გასაყვან რაკეტას კომპანია SpaceX ააგებს.

2020 წელს, NASA-მ სამ კერძო კომპანიას შესთავაზა კონტრაქტი. ეს კომპანიები SpaceX, Dynetics და Blue Origin (რომლის დამფუძნებელი Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსია) იყო. მათი მოვალეობა ინოვაციური დაშვების სისტემის შექმნა იყო, რომელსაც პროგრამა Artemis-ის ფარგლებში NASA გამოიყენებდა და ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე უსაფრთხოდ დააფრენდა.

ამ კვირას, 16 აპრილს, NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ SpaceX-ის რაკეტა Starship-მა დანარჩენ ორ კონკურენტს აჯობა, რის შემდეგაც კომპანიამ NASA-სთან 2,9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ინტეგრირებული „ადამიანების დაშვების სისტემა“ (HLS) SpaceX-ს უნდა შეექმნა. გვჯერა, რომ NASA-სთან პარტნიორობით SpaceX-ს მისია Artemis-ის მისიის სრულყოფაში დაგვეხმარება… და მოვემზადებით უფრო დიდი ნახტომისთვის – მარსზე დაჯდომისთვის. – ლისა უოტსონ-მორგანი, HLS-ის პროგრამის მენეჯერი

პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, NASA ისტორიაში პირველად ქალსა და ფერადკანიან ადამიანს გაამგზავრებს მთვარეზე. ეს კი 1972 წლის შემდეგ ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება მთვარეზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0