სამხრეთ ბრაზილიაში, რიუ-გრანდი-დუ-სულში აშენებენ იესო ქრისტეს უზარმაზარ ქანდაკებას, სახელად “მფარველი ქრისტე”, რომელიც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროს იესო ქრისტეს(“მხსნელი ქრისტე”) ცნობილი ქანდაკება. აღნიშნული 5 მეტრით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რიოს ქანდაკება, რომელიც 38 მეტრი სიმაღლისაა.
მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დასასრულისთვის მზად იქნება. საბოლოო ჯამში, მისი ღირებულება 353,000 აშშ დოლარი იქნება.
ქანდაკების შიგნით დამონტაჟებული ლიფტი ტურისტებს მისცემს შესაძლებლობას ქანდაკების გარკვეულ სიმაღლეზე ავიდნენ და ზემოდან გადმოხედონ ხედს. მისი აშენება ტურიზმის გაღრმავების მიზნით დაიწყო რეგიონში, რომელიც ახლოს არის ბრაზილია-ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან. მშენებელი ორგანიზაციის თქმით, მსოფლიოში იესო ქრისტეს მესამე უდიდესი ქანდაკება იქნება.
რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი სიმბოლო, იესო ქრისტეს ქანდაკება კორკოვადოს 710 მეტრიან მთაზეა აღმართული. მონუმენტის სანახავად ყოველწლიურად ბრაზილიაში მილიონობით ტურისტი ჩადის. ახალი ღირსშესანიშნაობა კი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას, რადგანაც რიოში არსებული ქანდაკება ტურისტების საყვარელი სანახაობაა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა