close
კვლევები

კვლევა – კორონავირუსის ახალ ვარიანტებს თაგვების დაინფიცირება შეუძლია

კორონავირუსის ახალი ვარიანტებით თაგვების ინფიცირება შესაძლებელია, – ამის შესახებ ფრანგი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

ვირუსის ორიგინალური, ჩინეთის ქალაქ უხანშიაღმოჩენილი ვარიანტი თაგვებში დაავადებას განვითარებას არ იწვევდა, ვინაიდან მის ზედაპირზე არსებული ე.წ. „სპაიკ-ცილები“ თაგვების უჯრედებზე მდებარე ACE2 რეცეპტორულ ცილას კარგად ვერ უკავშირდებოდა. ახალ ვარიანტებ კი, განსაკუთრებით ე.წ. „ სამხრეთ აფრიკულსა“ და „ბრაზილიურ ვარიანტებს“, B1.351 და P.1 ვარიანტებს, აქვთ მუტაციები, რაც ამ დაბრკოლების გადალახვისა და თაგვების დაინფიცირების შესაძლებლობასაძლევთ.

რაც შეეხება იმას, გადადის თუ არა ვირუსი დაინფიცირებული თაგვებისგან სხვა თაგვებზე ან ადამიანებზე, კვლევის ავტორი მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს საკითხი შემდგომ კვლევებს საჭიროებს.

კვლევა პარიზის უნივერსიტეტისა და პარიზისპასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ის ჯერჯერობით არ დაბეჭდილა და bioRxiv-ზეა გამოქვეყნებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0