აფრიკაში, კერძოდ, კენიაში აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი სამარხი, რომელიც დაახლოებით 78 000 წლის წინანდელია, შუა ქვის ხანის პერიოდის. მცირეწლოვანი ბავშვის სამარხი ნაპოვნი იქნა პანგა-საიდის მღვიმეში, ბავშვის გარდაცვალების ასაკი სავარაუდოდ 3 წელი იყო, შესაბამისად, მას სახელად დაარქვეს – “Mtoto”, რაც ბავშვს ნიშნავს.
პირველად მღვიმეში ძვლები იპოვეს 2013 წელს, საფლავი კი სრულად 2017 წელს. უკანასკნელ ხანებში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ორმო განზრახ იყო ამოთხრილი და მიწა შემდეგ იქნა დაყრილი. თავის ქალა კი სავარაუდოდ, რაღაცაში იყო გახვეული.
მეცნიერებისა და მკვლევარების თქმით, ბავშვი დაკრძალულ იქნა სპეციალურად გათხრილ ორმოში, სხეული კი მკერდთან მიდებული ფეხებით მოეთავსებინათ, ნაყოფის პოზიციაში, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ამ პერიოდშიც კი, ადამიანები საფლავში სხეულის განლაგებაზე ზრუნავდნენ. აღნიშნული გვეუბნება, რომ დაკრძალვა რიტუალების მიხედვით ხდებოდა და სამარხი ახალ, სანდო წყაროს წარმოადგენს თანამედროვეობისთვის დაკრძალვის პრაქტიკის შესახებ.
კვლევების მიხედვით ასევე საინტერესოა, რომ აფრიკაში აღმოჩენილი ორი საკმაოდ ადრეული სამარხიდან ორივე მცირეწლოვანი ბავშვისაა. უკანასკნელი კი წარმოადგენს უძველესს და იგი ჰომო საპიენსს ეკუთვნოდა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა