პლანეტის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, ჰაიდ ალ-ჯაზილი არის პატარა სოფელი ცენტრალურ იემენში, რომელიც დიდ ქვაზეა გაშენებული. მოსახლეობა 2004 წლის აღწერით შეადგენს 17 მოსახლეს.
როგორც ფოტოზე ჩანს, ამ ტერიტორიაზე ხე ძალიან იშვიათია, ამიტომ ალ-ჯაზილში შენობები ტალახით არის მოპირკეთებული. ეს რამდენიმესართულიანი შენონები ტალახის აგურით არის აშენებული, რომელსაც შემდეგ ურევენ სიმინდის ჩალას. ისინი მუდმივად უნდა გარემონტდეს, განსაკუთრებით გაზაფხულის წვიმების სეზონის შემდეგ, რადგანაც წვიმა რეცხავს ტალახის საფარს. სამწუხაროდ, სახლების 70% წლების განმავლობაში წვიმების, ქარისა და ეროზიის შედეგად განადგურდა. სახლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ქუჩები – ვიწრო და წყნარია.
სოფელში არ არსებობს სკოლა, მაღაზია ან საავადმყოფო. შესაბამისად, ავადმყოფი ხეობის გადაჭრას ვირის საშუალების ახერხებს, შემდეგ მანქანით გადაჰყავთ ადგილობრივ საავადმყოფოში, რომელიც თითქმის 1 საათის სავალზეა. ალ-ჯაზილში და საერთოდაც იემენში წყლის სიმცირის პრობლემა ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რასაც ადგილობრივები ყოველდღიურად ებრძვიან. მოსახლეობის შემოსავლის წყაროს კი ფერმა წარმოადგენს.
უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, ადგილობრივები ძირითადად გადასახლდნენ საუდის არაბეთში, სადაც დასაქმების მხრივ უფრო მეტი პერსპექტივა არსებობს.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა