close
ბიოლოგიაგეოგრაფიადედამიწა

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზი გამოირიყა

Anglerfish washed on shore in Crystal Cove credit Crystal Cove state park

გასულ კვირას, კალიფორნიის სანაპიროზე, Crystal Cove State Park-ში წყალმა გამორიყა მეტად უჩვეულო ფორმის თევზი, სახელად Footballfish. თევზს შავი ფერის, იმდენად ბასრი კბილები აქვს, რომ მინის ნამსხვრევებს მოგვაგონებს.
მეცნიერების თქმით, Footballfish წყნარი ოკეანის ბნელ სიღრმეში მცხოვრები თევზია, 2 000-დან 3 300 მეტრის სიღრმეზე, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს. ასე რომ, მისი სანაპიროზე ნახვა იშვიათი და უცნაური მოვლენაა. თევზს შეუძლია საკუთარი ზომის მტაცებლის გადაყლაპვაც კი.
მათი აზრით, ქმნილების ზომისა და მის თავზე არსებული წამონაზარდის მიხედვით ის მდედრია, რადგან მსგავსი წამონაზარდი მხოლოდ მდედრებს აქვთ და იყენებენ მას სატყუარად ნადავლის მოსაპოვებლად. მას აქვს ფოსფორისებრი დაბოლოება, რომელიც ანათებს და მისი საშუალებით იზიდავს მსხვერპლს. მამრის ერთადერთი დანიშნულება კი არის რეპროდუქციაში მონაწილეობის მიღება. მამრობითი და მდედრობითი თევზების ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ზოგჯერ მდედრის ზომა ათჯერაც კი აღემატება მამრობითი სქესის წარმომადგენელს.
თევზზე უკვე დაიწყო კვლევების ჩატარება, ნიმუში გადაეცა კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტს, რაც შემდგომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0