ლონდონში გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდა, რომელიც ორ ცათამბჯენს აკავშირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, აუზი ინგლისის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რაიონ „ნაინ ელმსში“, საცხოვრებელ კომპლებს„ემბასი გარდენსში“ მდებარეობს. აუზი 25 მეტრის სიმაღლეზეა დამონტაჟებული და შენობების მე-10 სართულებს აკავშირებს. ის მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებებისთვის არის ხელმისაწვდომი.
აუზი აშშ-ში, კოლორადოდ შტატში დაამზადეს. მისი სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია, წონა კი 375 ტონას შეადგენს. აუზი ოფიციალურად 19 მაისს გაიხსნება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
გაზიარება: