close
გეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

მკვლევრებმა დედამიწის ზედაპირის ყველაზე ცხელი ადგილი გამოავლინეს

კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველს ხშირად დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ. ტემპერატურა იქ რეკორდულ ნიშნულს, 56,7 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ჰაერის ტემპერატურაა.

დედამიწის ზედაპირის ყველაზე ექსტრემალური ტემპერატურების ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე ცხელი ზედაპირი ირანის დაშთე-ლუთის და ჩრდილოეთ ამერიკის სონორის უდაბნოშია.

გასული ოცი წლის განმავლობაში შეგროვებული მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, ამ ორი რეგიონის მიწისპირი ხშირად წარმოუდგენლად ცხელდება, 80,8 გრადუს ცელსიუსამდე.

ხმელეთის ზედაპირის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაშთე-ლუთის უდაბნოშია. 2002-2019 წლებს შორის, ამ ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური ტემპერატურები ფიქსირდებოდა; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის მოქცეულია მთის ქედებს შორის, რომელიც ცხელ ჰაერს დიუნებს მაღლა ამწყვდევს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც შავი ვულკანური ქანებია.

ეს კვლევა ეთანხმება 2011 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, დაშთე-ლუთის უდაბნო დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია.

2004-დან 2007 წლამდე და შემდეგ 2009 წელს, ამ ქვიშაში უმაღლესი ზედაპირის ტემპერატურა დაფიქსირდა დედამიწაზე. ამ კვლევის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს რეგიონში ტემპერატურამ 70,7 °C-ს მიაღწია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0