close
ეკოლოგია

მარმარილოს ზღვის დაბინძურებამ საფრთხე შესაძლოა შავ ზღვასაც შეუქმნას

რა ხდება მარმარილოს ზღვის სანაპიროზე? უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტამბოლის სანაპირო ზოლზე, მარმარილოს ზღვის დიდ ნაწილში გაჩნდა ლორწოვანი, სქელი მასა, რომელიც თანდათანობით იზრდება და საფრთხეს უქმნის ზღვის ბინადრებს და თევზჭერის ინდუსტრიას.

აღნიშნული მასა თანდათანობით ვრცელდება ეგეოსისა და შავი ზღვის ნაწილშიც, რისი წარმოქმნაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უნდა უკავშირდებოდეს გლობალურ დათბობასა და გადაუმუშავებელი ნარჩენების ჩადინებას ზღვაში. კანალიზაცია ზღვაში ჩაედინება 20 მილიონი ადამიანისგან, რომლებიც ზღვის გარშემო ცხოვრობენ.

ფოტოზე ნაჩვენები ლორწოვანი მასა შედგება კანალიზაციის ნარჩენებით, მკვდარი მცენარეებისა და ცხოველების ფრაგმენტებით და მილიონობით მიკროორგანიზმით, რომლებიც წყალქვეშა ორგანიზმების მიერაა გამოყოფილი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიკროორგანიზმები განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება წყალში ნუტრიენტებით სავსე საკანალიზაციო წყლების ჩადინების გამო.

თურქეთმა მასშტაბური გამწმენდი სამუშაოები წამოიწყო, რომ აზოტის შემცველობა შეამცირონ, რაც ზღვას უნდა დაეხმაროს პირვალდელი მდგომარეობის დაბრუნებაში. თურქი ჰიდრობიოლოგი კი ამბობს, რომ პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია და მთავარია უბრალოდ ზღვის მდგომარეობა გააუმჯობესონ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

გაზიარება:
fb-share-icon0