close
ეს საინტერესოა

10 ტყუპის დაბადების ისტორია ნამდვილი არ აღმოჩნდა

ივნისის თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 37 წლის ქალმა, გოსიამე სიტოლემ 10 ტყუპი გააჩინა, 7 ბიჭი და 3 გოგო, რაც სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ახალი მსოფლიო რეკორდი. მალევე გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ოფიციალური გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა და უცნაურ ისტორიას სკანდალური გაგრძელებაც მოჰყვა. დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა მსოფლიო მოატყუა, რადგან არცერთ საავადმყოფოში ბავშვების დაბადება არ დაფიქსირებულა. ასევე სიღრმისეულმა კვლევამ აჩვენა, რომ გოსიამე სიტოლე ორსულადაც კი არ ყოფილა ახლო წარსულში.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მის ანგარიშზე შემოწირულობების სახით დაახლოებით 70 000 დოლარი შეგროვდა. ტყუპების სავარაუდო დაბადებიდან 10 დღის შემდეგ კი ეჭვი გაჩნდა, რადგან Pretoria News– მა ვერ დაასახელა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ტყუპები დაიბადნენ.
ქალის მეუღლე კი ამტკიცებდა, რომ გოსიამე სიტოლე გაუჩინარდა და ხალხს სთხოვა შემოწირულობები შეეჩერებინა. ხოლო ქალბატონი სიტოლე მას ადანაშაულებს ჩვილებისგან ფინანსური სარგებლის მიღებაში. ამჟამად გოსიამე სიტოლე ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0